top of page
Untitled-9_edited.png

საგრანტო კონკურსი STEM-ის მომავალი პროფესიონალი 2021

„STEM-ის მომავალი პროფესიონალი“ თამარ მენთეშაშვილის ინიციატივითა და დაფინანსებით და ალუმნი ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. 

საგრანტო კონკურსის ფარგლებში, თავისუფალი უნივერსიტეტის MACS(E)-სა და ფიზიკის სკოლების გამორჩეული ხედვებისა და მიზნების მქონე გოგო სტუდენტებს 2021-2022 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა ექნებათ.

თამარი თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულია. შემდეგ მან სწავლა გააგრძელა The University of Edinburgh-ის სამაგისტრო პროგრამაზე საერთაშორისო საბანკო სამართლისა და ფინანსების მიმართულებით. ამჟამად, თამარი PhD-ზე მუშაობს Shanghai Jiao Tong University-ში. ციფრული ტექნოლოგიების სექტორში 2014 წლიდან საქმიანობს, კერძოდ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და კრიპტოვალუტების კვლევისა და განვითარების სფეროში. 2019 წელს თამარი ტექნოლოგიების მიმართულებით Forbes 30 under 30 სიაში მოხვდა.

მისი მიზანია, STEM-ის უფრო მეტმა გოგომ შეძლოს STEM-ის სფეროში არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების გამოყენება.

სააპლიკაციო პროცესი: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ MACS(E)-სა და ფიზიკის სკოლის ამჟამინდელ სტუდენტ გოგოებს. კონკურსი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე, მონაწილეებმა უნდა შეავსონ ფონდის ვებგვერდზე განთავსებული აპლიკაცია, შემდეგ კი, შერჩეული კანდიდატები კონკურსის ორგანიზატორებს შეხვდებიან და გასაუბრება ექნებათ. გრანტს მოიპოვებს ერთი სტუდენტი, დაფინანსდება თავისუფალ უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სწავლის საფასური, რომელიც სტუდენტს ცოდნის ფონდისა და სახელმწიფო გრანტის (არსებობის შემთხვევაში) გამოკლების შემდეგ დარჩება გადასახდელი. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, აპლიკაცია 18 მაისის ჩათვლით შეავსოთ. კონკურსის გამარჯვებული მაისის ბოლოს გამოვლინდება.

*კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია MACS(E)-სა და ფიზიკის სკოლის ყველა გოგო სტუდენტს, გარდა 2020 წლის კონკურსის გამარჯვებულისა.

bottom of page