top of page
STIPENDIUM NEXIA'.jpg

Nexia-ს სასტიპენდიო კონკურსი ფინანსური განათლების მხარდასაჭერად

Nexia, ალუმნი ფონდთან თანამშრომლობით, თავისუფალი უნივერსიტეტის ფინანსებით დაინტერესებული სოციალურად დაუცველი და სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი სტუდენტებისთვის აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს.​​​

Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენლია საქართველოში 2014 წლიდან. Nexia-ს გუნდისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური განათლებისა და სტუდენტების მხარდაჭერა. კომპანია საქართველოში აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს, 500-მდე კლიენტს, 150-მდე სტუდენტსა და მოხალისეს, რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებსა და ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების მხარდასაჭერად.

image.png

სააპლიკაციო პროცესი: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თავისუფალი უნივერსიტეტის II, III და IV კურსის სოციალურად დაუცველ და სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ სტუდენტებს, ვინც დაინტერესებულია ფინანსების შესწავლით და ამ მიმართულებით მოიაზრებს პროფესიულ განვითარებას. კონკურსი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე, მონაწილეებმა უნდა შეავსონ ფონდის ვებგვერდზე განთავსებული აპლიკაცია, შემდეგ შერჩეულ აპლიკანტებთან ჩატარდება გასაუბრება.

 

კონკურსის გამარჯვებული მოიპოვებს ყოველთვიურ 400-ლარიან სტიპენდიას 1 წლის განმავლობაში. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, აპლიკაცია 16 დეკემბრის ჩათვლით შეავსოთ. კონკურსის გამარჯვებული დეკემბრის ბოლომდე გამოვლინდება.

bottom of page