top of page
LTA6.png
IMG_3758_-_Gio_Tsa-removebg-preview_edit

სექტორი: იურიდიული

მომსახურება: იურიდიული, ბუღალტრული და საგადასახადო მომსახურება

დამფუძნებლები: გიორგი ცაგურია (LAW2016)

LTA არის იურიდიული კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს იურიდიულ, საგადასახადო და საბუღალტრო მომსახურებას. კომპანია ფარავს ყველა სამართლებრივ მიმართულებას, რომელიც საჭიროა ბიზნესისა და პირადი საჭიროებისთის. LTA მოქმედებს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე საერთაშორისო იურისდიქციებშიც. კომპანიის თანადამფუძნებელია გიორგი ცაგურია.

“სწავლის პერიოდში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საგადასახადო სამართლის მიმართულებამ, მალევე დავიწყე ამ მიმართულებით “EY”-ში მუშაობა, სადაც მივიღე გამოცდილება და დავინახე, რომ ბაზარზე ახალ და შედარებით მცირე ბიზნესებსაც სჭირდებათ დახმარება” - გიორგი ცაგურია, LTA-ს დამფუძნებელი.

lta_georgia_cover.jpeg

LTA-ს ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომობა, თითოეული კლიენტის შემთხვევისადმი ინდივიდუალური მიდგომა, მაღალი პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი გამოარჩევს. კომპანია, საქართველოს გარდა,  ოპერირებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

“ამ დროის მანძილზე მომსახურება გავუწიეთ 1000-ზე მეტ ორგანიზაციას, გვყავს საერთაშორისო კლიენტები, ვფართოვდებით და ვცდილობთ აზერბაიჯანისა და პორტუგალიის ბაზრების ათვისებას, ჩვენს უახლოეს სამომავლო გეგმასაც სწორედ ამ ორ ქვეყანაში თავის დამკვიდრება წარმოადგენს” - ამბობს გიორგი ცაგურია.

LTA-ს საკონტაქტო ინფორმაცია:

T.: +995 568 887 787

E.: info@lta.ge

W.: lta.ge

A.: თბილისი, სამტრედიის ქ. 13

bottom of page