top of page

დააფინანსე შესაძლებლობა
2024

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის. მათ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ თანამედროვე აკადემიურ სივრცეში და ამისათვის მეტი მხარდაჭერა ესაჭიროებათ.  

ხშირად მათ არ აქვთ საკმარისი შემოსავალი და ფინანსური სახსრები, რომ სტუდენტობისას საკუთარი ცხოვრების ხარჯები დაფარონ და ამ მიზეზით უწევთ უმარლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებაზე უარის თქმა.

2024 წელს პროექტ "დააფინანსე შესაძლებლობის" ფარგლებში ალუმნი ფონდი თავისუფალი უნივერსიტეტის 2024 წლის მიღების სოციალურად დაუცველ სტუდენტებს დაუფინანსებს ერთწლიან ყოველთვიურ 300 და 400-ლარიან სტიპენდიებს.

ერთი სტუდენტის ერთწლიანი ყოველთვიური 300-ლარიანი სტიპენდიის დასაფინანსებლად საჭიროა 4,500 ლარის მობილიზება (გადასახადების ჩათვლით), 400-ლარიანი სტიპენდიის შემთხვევაში საჭიროა 6,000 ლარი. 2024 წელს ალუმნი ფონდი მინიმუმ ხუთ სტიპენდიას დააფინანსებს.

კონკურსის მონაწილეებისთვის

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 70,000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პირებს, რომლებიც 2024 წელს ჩააბარებენ თავისუფალ უნივერსიტეტში.

სასტიპენდიო კონკურსი სააპლიკაციო და გასაუბრების ეტაპებისგან შედგება. გამარჯვებულები 2024 წლის დეკემბერში გამოვლინდებიან.

კონკურსის გამარჯვებულებს ერთი წლის განმავლობაში დაუფინანსდებათ ყოველთვიური 300 და 400-ლარიანი სტიპენდია.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, აპლიკაცია 2024 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ.

bottom of page